Sunday, October 18, 2009

1. პროექტის სახელი: «მაწანწალა ბავშვები».
2.პროექტის მოკლე აღწერა:ჩვენი მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია მაწანწალა ბავშვების ცხოვრების შესახებ.თუ რა გზები შეიძლება გამოინახოს ამ პრობლემის ამოსაფხვრელად . გაარკვიონ თუ რატომ ცხოვრობს ამდენი მაწანწალა ბავშვი საქართველოში
3. პროქტის სრული აღწერა: პროექტში მონაწილე ბავშვები იძიებენ და მუშაობენ შემდეგ საკითხებზე:მოიპოვონ ინფორმაცია მაწანწალა ბავშვების ადგილსამყოფელისა და მათი ყოველდგიური ცხოვრების შესახებ.რითი იკვებებიან ,რა აცვიათ, სად სძინავთ,ყავთ თუ არა ნათესავები და რა შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ მათი ცხოვრების პირობების შესამსუბუქებლად.
4. მონაწილეტა ასაკი/კლასები:15-16 წელი
5. ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული ინფორმაციის განხილვა, მიგებული შთაბეჭდილებების მიხედვით ჩანახატების შესრულება, მასალის ბლოგზე განთავსება და შეგროვებულ მასალაზე დაყრდნობით პრეზენტაციის მოწყობა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:შეიძლება ბავშვებმა შექმნან ბლოგი, შეადგინონ ბუკლეტები, უკვე ნასწავლი გრამატიკული, ლექსიკური და ორთოგრაფიული ნორმების დაცვით, რაც ხელს შეუწყობს ენის ცოდნის გაღრმავებას. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას. შეიძენენ კვლევის უნარჩვევებს. კვლევის შედეგად მოპოვებული ფოტოებით შეადგენენ ფოტოალბომს,შექმნიან ჟურნალს ან ვებ გვერდს.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები გააცნობენ და გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თავიანთ თანატოლებს.ინტერნეტის საშულებით აჩვენებენ პროექტის''მაწანწალა ბავშვების'' ცხოვრების ამსახველ ელემენტებს.
9.სამუშაო ენა:ინგლისური
10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:-
11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლოგეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიგრმავებენ ლექსიკურ მარაგს.
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ნანა ჯაფარიძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: www. nia.naniko@.gmail.com
14. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.naniko-niananiko.blogspot.com